E-Learning- ის მესამე ციკლზე სწავლა დაიწყო!

30.12.2015

ონლაინ სასწავლო პროგრამის მესამე ციკლზე სწავლა დაიწყო. განაცხადების მიღება 26 ნოემბერს გამოცხადდა და 4 დეკემბერს დასრულდა. ჯამში ოთხივე კურსზე 500 მდე აპლიკაცია შემოვიდა.

მესამე ციკლისთვის შეირჩა და სასწავლო ციკლზე ჩაირიცხა 221 მსმენელი. აქედან 149 მსმენელი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელია, ხოლო 72 – სტუდენტი.

ონლაინ სასწავლო პროგრამა მოიცავს 4 კურსს:

  • სოციალური კვლევის მეთოდები- ლექტორი იაგო კაჭკაჭიშვილი
  • საჯარო პოლიტიკის ანალიზი- ლექტორი ქეთი მელიქაძე
  • ადვოკატირება ლობირება – ლექტორი ვაჟა სალამაძე
  • საჯარო ფინანსები- ლექტორი ოთო კიკვაძე, მიშა ძაგანია

შეგახსენებთ, რომ ონლაინ სასწავლო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე წარმატებით ხორციელდება. ორი ციკლის განმავლობაში კურსებზე ჩაირიცხა 412 მსმენელი და გაიცა 151 სერთიფიკატი.