„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ და „ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრი“, კამპანიის – „პირველად თვითმართველობის არჩევნებზე“ ფარგლებში, ახალგაგზრდებს იწვევს შეხვედრებზე, რომლის მიზანია თვითმმართველობის საქმიანობისა და მნიშვნელობის შესახებ მათი ცნობიერების ამაღლება, თვითმმართველობის განვითარებაში ახალგაზრდების როლის გაძლიერება და არჩევნებში მონაწიელობის მხარდაჭერა.
2021 წლის 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებია და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ, განსაკუთრებით მათ, ვინც პირველად მიდის არჩევნებზე, გააზრებული არჩევანი გააკეთოს.
- პირველად მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?
- იქნებ, ჯერ არ გადაგიწყვეტიათ მისცეთ თუ არა ხმა?
- შეიძლება, არ იცით ვის და რატომ ვირჩევთ წელს?
მაშინ ეს შეხვედრები თქვენთვისაა!
შემოგვიერთდით შეხვედრებზე და თქვენი თანატოლებისგან, კამპანიის გუნდისგან გაიგეთ მეტი თვითმმართველობის, არჩევნებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში თქვენი როლის შესახებ.
შეხვედრების გრაფიკი ასეთია:
28 სექტმბერი
14:00 საათი სოფელი მაჭახელა, ცხემლარას ხიდთან.
16:00 საათი სოფელი ჭარნალი, ბაღთან.
29 სექტემბერი
14:00 საათი ონლიან შეხვედრა ხელვაჩაურის ცენტრის ახალგაზრდებთან
ბმული
შეხვედრების მასპინძლები და სპიკერები არიან: ლიკა ქოქოლაძე, ნათია ფუტკარაძე, თაკო სარგინაძე, რომან სურმანიძე, თორნიკე ქათამაძე.
კამპანია „პირველად თვითმართველობის არჩევნებზე“ ხორციელდება „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ მიერ, პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ (მეორე ფაზა) ფარგლებში, გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ მხარდაჭერით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით.