30 მარტს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა (CSI) და ხელვაჩაურის მერიის ახალგაზრდობის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ხელვაჩაურში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გაიმართა საგანმანათლებლო კამპანიის პრეზენტაცია – ,,შენი ხმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში!“
შეხვედრას ახალგაზრდები, ხელვაჩაურის რესურს–ცენტრის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
კამპანიის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა, ასევე თვითმმართველობის საქმიანობაში მათი ჩართულობის წახალისება. აღნიშნულ კამპანაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კირნათაში, მარადიდში, ახალშენისა და სარფში მცხოვრები ახალგაზრდები არიან ჩართული.
კამპანია „შენი ხმა ხელვაჩაურის თვითმმართველობაში“ ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ – ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ (BftW)