სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ინიციატივით 5 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ონლაინ შეხვედრები. მიზანი: Covid-19-ით გამოწვეული დაბნეულობისა და თავისუფალი დროის პიროვნული განვითარებისთვის გამოყენება იყო.
აჭარიდან, შიდა და ქვემო ქართლიდან, გურიიდან, იმერეთიდან, კახეთიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას ონლაინ შეხვედრებში. ისმენდნენ სასწავლო ვიდეოებს და მსჯელობდნენ ისეთ საკითხებზე როგორიცაა მოტივაცია, საკუთარი თავის წარდგენა, გუნდური მუშაობა. კომუნიკაციის მეთოდები, სოციალური ქსელების ეფექტური მართვა და სამოქალაქო ღირებულებები.
ონლაინ დისკუსიებში ჩართულნი იყვნენ სასწავლო ვიდეოების მენტორები: ქეთი კვინიკაძე, ნანა ბაგალიშვილი და გიორგი გახელაძე.
„საინტერესო შეხვედრა, საინტერესო ვიდეოები“ , ასე აფასებს ერთ–ერთი მონაწილე მარიამ ხმიადაშვილი ონლაინ შეხვედრების პროცესს. მისი აზრით, კარგი სპიკერების არჩევა მნიშვნელოვანია.
კარგი სპიკერების საინტერესო ვიდეო ლექციების ნახვა თქვენც შეგიძლიათ https://csogeorgia.org/ge/video