Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
კონკურსი რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის თემაზე: ”სამოქალაქო აქტივობა!” - Civil Society Institute

კონკურსი რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის თემაზე: ”სამოქალაქო აქტივობა!”

12.07.2012

როგორც მოგეხსენებათ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ატარებს კონკურსს რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის თემაზე: “სამოქალაქო აქტივობა!”.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო აქტივობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის და მოქალაქეთა ინიციატივების უფრო ფართოდ და ღრმად გაშუქებას.

კონკურსი გაიმართა 3 ნომინაციაში:
საუკეთესო საგაზეთო სტატია;
საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი;
საუკეთესო რადიო სიუჟეტი.

კონკურსის ჟიურიმ (ზვიად ქორიძის, დავით პაიჭაძის და სოსო სიმონიშვილის შემადგენლობით) გამოავლინა გამარჯვებული ჟურნალისტები.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო სტატიისა და საუკეთესო რადიო-სიუჟეტის ნომინაციებში გამარჯვებული არ გამოვლინდა.

საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტის ნომინაციაში გამოვლინდა 2 გამარჯვებული: მარიამ აშუღაშვილი (კახეთი) და ნინო ჩიბჩიური (შიდა ქართლი), რომელთაც გადაეცემათ 500-500 ლარი;

საუკეთესო სტატიის ნომინაციაში წამახალისებელი პრემია (300 ლარი) გადაეცემა თემურ მარშანიშვილს (გურიის მოამბე, ოზურგეთი);
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სპეციალური პრიზი და 500 ლარი გადაეცემა გოგა აფციაურს (რადიო თავისუფლება, გორი.)