2 ოქტომბერს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა რეგიონული ტურნე თელავში დაასრულა. ინსტიტუტის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები 7 ქალაქში გამართეს, რომლებზეც საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს დისტანციური სწავლების ახალი ქართული პორტალის – E-learning.ge-ს შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. დამსწრეებს საჩუქრად ასევე გადაეცათ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ გამოცემული წიგნი – „სამოქალაქო საზოგადოება- პუბლიცისტიკა ესეები”
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა რეგიონული ტურნე დაასრულა
07.10.2014