„მოხალისეობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი მარტის ბოლოდან განიხილავს

27.03.2014

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენილი იქნა კანონპროექტი „მოხალისეობის შესახებ”. კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ არის შემუშავებული და მისი მიზანია მოხალისესა და მასპინძელ ორგანიზაციას შორის ურთიერთობების დარეგულირება.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით კანონპროექტის პირველი მოსმენით საკომიტეტო განხილვა იურიდიულ კომიტეტში გაიმართება 31 მარტიდან 15 აპრილამდე, ხოლო პლენარულ სესიაზე 2 აპრილიდან 30 აპრილამდე.

კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის მხარდაჭერით.