შეხვედრა ახალგაზრდებთან

13.09.2021

კამპანიის, „პირველად თვითმმართველობის არჩევენებზე“ ფარგლებში, 9 და 10 სექტემბერს ბათუმის, შუახევის, ხელვაჩაურის, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და გორის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ახლაგაზრდებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები პირველი არჩევნებია ნათელი გამხდარიყო თვითმმართველობის არსი, კომპეტენციები, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები და საარჩევნო პროცედურები.

„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ (CSI) ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი, ნათია აფხაზავა და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ (CSI) გორის ოფისის ადგილობრივი წარმომადგენელი, დაკო მურადაშვილი ახალგაზრდებს თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმალური და არაფორმალური ინსტრუმენტების შესახებ ესაუბრნენ; „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრ – პროგრესის სახლის“ წარმომადგენელმა, მინდია სალუქვაძემ მათ მიაწოდა ინფორმაცია თვითმმართველობის საქმიანობისა და მისი კომპეტენციების თაობაზე; არჩევნების თემაზე პრეზენტაცია, შეხვედრის მონაწილეებისთვის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, პაატა დიასამიძემ გააკეთა.

კამპანია, „პირველად თვითმმართველობის არჩევენებზე“ სხვადასხვა ეტაპს მოიცავს და ემსახურება ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, მათი როლის გაძლიერებას და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობის სტიმულირებას. კამპანია ხორციელდება “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” (CSI) მიერ პროექტის, „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ (მეორე ფაზა) ფარგლებში, გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ მხარდაჭერით და სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრებთან და „ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრ – პროგრესის სახლთან“ პარტნიორობით.