რეგიონული სსო–ებისა და ჟურნალისტების შეხვედრა

12.10.2011

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს რეგიონებში (ოზურგეთი – 7 სექტემბერს, ზუგდიდში – 9 სექტემბერს, ბათუმში – 12 სექტემბერს) გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: “საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოება – გამოწვევები და პერსპექტივები”.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი – “სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში”. ფილმმა და შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. გამოიკვეთა რამდენიმე ისეთი აქტუალური საკითხი როგორიცაა: საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტურობის ზრდისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების აუცილებლობა.

ასევე შემუშავდა ჟურნალისტთა კონკურსის – “ვიზრუნოთ ერთმანეთზე” – ახალი ფორმატი. შეგახსენებთ, რომ კონკურსი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და იგი 2011 წელს მეხუთედ გაიმართება.