სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსის ვერცხლის 5 პრინციპის ორგზის კავალერია

05.05.2007

2007 წლის 4-5 მაისს საზოგადოებრივი ორგანიზაციების რიგით მეორე გამოფენა-ფორუმი მოეწყო, რომელსაც საგამოფენო ცენტრი “ექსპ-ჯორჯია” მასპინძლობდა. ფორუმში 70-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია მონაწილეობდა, მათ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული პროგრამები, მიღწეული შედეგები, პუბლიკაციები წარადგინეს საზოგადოების წინაშე.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა პუბლიკაციების ფართო არჩევანი წარუდგინა დამთვალიერებელს, ხოლო საპრეზენტაციო დარბაზში ინსტიტუტის პროგრამები, ცალკეული პროექტები გააცნო საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ ფილმის პრეზენტაცია გამართა.

ორდღიან ფორუმზე მიწვეულნი იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდების, საელჩოების, ბიზნეს სექტორის, ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები.

გამოფენა-ფორუმის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს ქალბატონი ნაირა გელაშვილი, ქალბატონი ომი ქერი, ბატონი კახა ლომაია, ბატონი მიხეილჩაჩხუნაშვილი, ბატონი გოგი გვახარია.

ფორუმის დასასრულს გაიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსის ვერცხლის 5 პრინციპის კავალერი ორგანიზაციების დაჯილდოვება.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი 2007 წელს მეორედ გახდა ეთიკის კოდექსის ვერცხლის 5 პრინციპის კავალერი.