სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გმობს 5 ივლისს, თბილისის ცენტრში გამოვლენილ ძალადობას.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ პოსტულატს, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს და ქვეყნის უზენაეს კანონში არის ასახული – თავისუფლება, თანასწორობა, ტოლერანტობა, სამართლიანობა, უსაფრთხოება…
სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გამოიძიოს ყველა ის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც რიგითი მოქალაქეებისა თუ მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელდა.