სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი, ეკატერინე წურწუმია მონაწილეობას იღებდა 4–5 აპრილს, ვარშავაში გამართულ, ევროპის გლობალური ფასილიტაციის (EU Global Facility) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის საკითხებს ეხებოდა.
ევროპელმა ექსპერტებმა, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს სფეროში დაგროვილი ცოდნა, ასევე, სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორს შორის, აღნიშნულ საკითხებზე კომუნიკაციის საუკეთესო პრაქტიკები.
შეხვედრაში, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, მომხსენებლის სტატუსით, მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, უკრაინის, ბულგარეთის წარმომადგენლები. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, სამუშაო ფორმატში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო სექტორთა დაკავშირებულ მნიშვნელოვან პროცესებსა და გამოწვევებზე.