Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
სამუშაო შეხვედრა რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში - Civil Society Institute

სამუშაო შეხვედრა რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში

09.11.2015

თბილისი. 19 სექტემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა პროექტის – „გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის”- ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა.

ღონისძიების მიზანი იყო რეგიონული განვითარების პროგრამის პრეზენტაცია: ძირითადი მიზნების, მიმართულებებისა და კონკურსის პირობების აუდიტორიისთვის გაცნობა; პროგრამის პირველი ეტაპის თემების განხილვა: საკონკურსო თემების მიზნების წარდგენა და პროექტის მმართველი საბჭოს მოლოდინების გაცნობა; პროგრამის მეორე ეტაპის პოტენციური თემების განსაზღვრა და პროექტის მმართველის საბჭოსთვის შეთავაზება; რეგიონული განვითარების სფეროში მომუშავე ანალიტიკური ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა.

შეხვედრას დაესწრნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის; განათლების და მეცნიერების; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.