საქართველოს სამი დიდი ქალაქის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამების ანალიზი და რეკომენდაციები

14.01.2018

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალმა პროექტის „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოში” ფარგლებში, განახორციელა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისთვის მუნიციპალური პროგრამების მოკვლევა – ანალიზი საქართველოს სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გთავაზობთ აღნიშნული კვლევის ანალიზს და ძირითად მიგნებებს.

პროექტი ,,გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიას, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში“ ახორციელებს გერმანული ორგანიზაცია  ,,საბინაო მეურნეობის ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO) საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით. საქართველოდან პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (ქუთაისი) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (თბილისი).