შავი ზღვის რეგიონის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფორუმი თბილისში

03.11.2015

2 და 3 ნოემბერს თბილისში იმართება შავი ზღვის რეგიონის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფორუმი, რომელსაც 150–მდე წარმომადგენელი ესწრება. ფორუმის ორგანიზებულია რუმინული NGDO პლატფორმის მიერ, ევროკომისიის, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის პარტნიორობისა (CPDE) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან პარტნიორობით.

წლევანდელ ფორუმზე გაგრძელდება წინა წლების დისკუსიები რომლის მიზანია შავი ზღვის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების თემატური და თანმდევი თანამშრომლობის არეალის სტრატეგიული ჩარჩოს განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობის კონსოლიდაციას და მდგრადი რეგიონალური ინიციატივების განხორცილებას. ფორუმზე მონაწილეები თავადვე განსაზღვრავენ თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. ფორუმი მიზნად ისახავს რეგიონის მასშტაბით საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის და დიალოგის ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობების განვითარებას და რეგიონალურ პოლიტიკაზე გავლენის მქონე აქტორებად ჩამოყალიბებას, ხარისხიანი რეგიონული პარტნიორული პროექტების განხორციელებას.