შეხვედრა სამიზნე მუნიციპლიტეტებთან

16.03.2021

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) ოზურგეთის, ჩოხატაურის, ხელვაჩაურის, ბათუმისა და გორის სამიზნე მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა. შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“, პირველი ფაზის ფარგლებში, მოქალაქეთა მონაწილეობის კუთხით, 2017-2019 წლებში გამოვლენილი ტენდენციები, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები.

შეხვედრის მონაწილეები, ასევე, გაეცნენ პროექტის მეორე ფაზის ამოცანებსა და გეგმებს, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმების განსაზღვრას, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის დანერგვა-გაუმჯობესებასა და, ზოგადად, მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის გაზრდას ადგილობრივ დონეზე.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტებთან შეჯერდა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და განისაზღვრა ერთობლივი ნაბიჯები.

პროექტს – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“, სამოქალაქო საზოგადეობის ინსტიტუტი (CSI), ორგანიზაციიის – „პური მსოფლიოსთვის“ (Bread for the World) მხარდაჭერით ახორციელებს.