ბათუმის ველომოყვარულთა კლუბ Love to Ride Batumi-ისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ბათუმის ფილიალის ორგანიზებით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ველომოყვარულებთან შეხვედრა გაიმართა.
ველომოყვარულებმა იმსჯელეს ბათუმის ველო-რუკის შესახებ. განისაზღვრა ძირითადი მარშრუტები, რომელიც ქალაქში ველოსიპედით გადაადგილებას გაამარტივებს და უფრო სასიამოვნოს გახდის.
ველომოყვარულებთან შეხევდრა შედგა „ბათუმის ველოსისტემის განვითარების გეგმის“ (Batumi Cycling MasterPlan) პროექტის ფარგლებში, რომელსაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლებისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და GIZ-თან თანამშრომლობით ახორციელებს.