შეხვედრები რეგიონებში: საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოება

09.06.2012

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით 18 ივნისს 12 საათზე, ქ.ლაგოდეხში გაიმართა ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ჟურნალისტების შეხვედრა თემაზე: საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოება, გამოწვევები და პერსპექტივები. შეხვედრის მიზანი იყო ხელი შევუწყოთ საზაგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტურობის გაზრდას და საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას.

შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების მდგომარეობას. ფილმის მიზანია, ფართო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს თუ რა როლი და ფუნქცია აქვს ამ სექტორს მთლიანად საზოგადოების ცხოვრებაში და განვითარებაში. როგორ მოვიდა დღემდე, რა ხდება დღეს და რა პერსპექტივები და გამოწვევებია მის წინაშე. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის საინტერესო საკანონმდებლო სიახლეების შესახებ (არასამეწარმეო იურიდიული პირების დაბეგვრა; სახელმწიფო გრანტები და ა.შ.) შეხვედრაზე გაიმართა ძალიან საინტერესო და ცოცხალი დისკუსია, რომელიც შემდეგ გაგრძელდა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში, გადაცემა “ქვაკუთხედის” ფარგლებში.