Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
სი-ეს-აიმ სიღარიბის დაძლევის პროგრამის შედეგები შეაჯამა - Civil Society Institute

სი-ეს-აიმ სიღარიბის დაძლევის პროგრამის შედეგები შეაჯამა

15.11.2012

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (სი-ეს-აი) დღეს, 15 ნოემბერს, ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში, პროგრამის “სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები” – 5 წლიანი შედეგები შეაჯამა.

პროექტის მენეჯერის ია გაბუნიას თქმით, პროექტი სამეგრელოსა და აჭარაში, საერთაშორისო ორგანიზაცია “ოქსფამის” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მისივე თქმით, პროექტის მთავარი ამოცანა იყო სოფლად მაცხოვრებელი უკიდეურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების საარსებო პირობების გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში, 150 ოჯახს დაურიგდა საწარმოო კაპიტალის სახით ყველა საჭირო საშუალება წარმოების დასაწყებად.

“თავდაპირველად ფერმერთა ჯგუფებს უფინანსდებოდათ საწარმოო კაპიტალის 100%, ყოველ წელს კი, ჩვენი მონაწილეობა 25%-ით მცირდებოდა. ხუთი წლის ბოლოს ბენეფიციარებს მიეცათ საშუალევბა, რომ მთლიანად დაეფინანსებინათ საკუთარი მეურნეობები”- განაცხადა ია გაბუნიამ.

შეხვედრაზე გაიმართა პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.