23 სექტემბერს გაიმართა დისკუსია: „სოციალური მეწარმეობა საქართველოში – არსებული მდგომარეობა, მიმდინარე გამოწვევები და საკანონმდებლო აღიარების შესახებ ინიციატივები“.
შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის წევრის – მარიამ ლაშხის, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და სოციალურ საწარმოთა ალიანსის თანამონაწილეობით (SEA).
„სოციალური მეწარმეობა, როგორც ინდუსტრია, საკმაოდ კარგად იკიდებს ფეხს ჩვენს ქვეყანაში და მას დიდი როლი შეაქვს ქვეყნის, როგორც სოციალურ ასევე, ეკონომიკურ განვითარებაში. იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი შედეგები გვქონდეს ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც არაფორმალურად ვითარდება აღნიშნული ინდუსტრია ისე, მისი კიდევ უფრო მეტად აღიარება და დაფასება მოხდეს და ერთობლივად გადავდგათ ნაბიჯები შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, მარიამ ლაშხმა პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც საკანომდელო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საზოგადოებრივი და დონორი ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ისაუბრეს სოციალური მეწარმოების განვითარებისა და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე, მათ შორის საკანონმდებლო მიმართულებით.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე კვლავ გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას.