Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the acf domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home3/civilino/public_html/wp-includes/functions.php on line 6121
ტრენინგები ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომლებისათვის - Civil Society Institute

ტრენინგები ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომლებისათვის

15.12.2009

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ხელვაჩაურის გამგეობასთან თანამშრომლობით და კანადის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “ეფექტური თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში”.

პროექტის ფარგლებში, 3 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით, გამგეობის 73 თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგების ციკლი, რომლის მიზანიც არის გამგეობის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და უნარ-ჩვევების განვითარება.

ტრენინგები ჩატარდა შემდეგ თემატიკაში:

  • მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
  • ადმინისტრაციული წარმოებები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა.

მსმენელებს გადაეცათ სერთიფიკატები.