სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში აგვისტო–ოქტომბერში საგადასახადო კოდექსის თემაზე ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსისტები და იურისტები დაესწრნენ. ღონისძიება ფოკუსირებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების დაბეგვრის საკითხებზე.
ტრენინგები გაიმართა თბილისში, გორში, ახალციხეში, თელავში, მარნეულში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში.
ღონისძიება ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების” (G-PAC) ფარგლებში.