ტრენინგების მეორე ციკლი საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის

05.09.2023

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, განაახლა ტრენინგები საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამიზნე მუნიციპალიტეტებში (ბათუმი, ჩოხატაური, მარნეული, დმანისი).

ტრენინგები,1 და 5 სექტემბერს, გაიმართა ჩოხატაურსა და ბათუმში, ხოლო 8 და 11 სექტემბერს გაიმართება დმანისსა და მარნეულში. ტრენინგები შემდეგ ძირითად საკითხებს მოიცავს: საკრებულოს ძირითადი უფლებამოსილებები, საკრებულოს წევრების ანგარიშვალდებულება და ამომრჩეველთან კომუნიკაცია, საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების ინოვაციური მექანიზმები. ტრენინგებს უძღვება კოკა კიღურაძე.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან ინიციატივას, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება საქართველოში. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერას და ადგილობრივ თვითმმართველობებში ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.