ტრენინგი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის მართვის ორგანიზაციის საფუძვლებში

09.02.2007

2007 წლის 4-6 თებერვალს ბაკურიანში, სასტუმრო “ვილავიტაში” ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის გაიმართა სამდღიანი ტრენინგი მართვისა და მართვის ორგანიზაციის საფუძვლებში. ტრენინგი დროებითი ადმინისტრაციის ინსტიტუციონალური განვითარებისა და მხარდაჭერის პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში გაიმართა და რიგით მესამე ღონისძიებაა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა დროებითი ადმინისტრაციის თანამშრომელთა თეორიული ცოდნის ამაღლებასა და მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშვებას, რაც მათ დაეხმარებათ თანამშრომელთა მუშაობის ეფექტურობის გაზრდაში, დაგეგმვასა და მართვაში.

ტრენინგი ადმინისტრაციის 11-მა თანამშრომელმა გაიარა. ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ თეორიული მასალა შემდეგ საკითებზე: ეფექტური კომუნუკაციის ზოგადი საფუძვლები, ეფექტური კომუნიკაციის ფაზები, ჯგუფი, მასში მიმდინარე პროცესები, სტრუქტურა, დინამიკა, კრიზისი, როგორც განვითარების წინაპირობა, ლიდერობა და ლიდერის ფუნქციები, ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ლიდერობას, მართვის დემოკრატიული სტრუქტურები, ხელმძღვანელის ფუნქციები, მოტივაციის ფორმირების ფსიქოლოგიური საფუძვლები, სამუშაო ურთიერთობები და ა.შ.

ღონისძიება ორგანიზებული იყო “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” მიერ, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” პარტნიორობითა და ფინანსური მხარდაჭერით.