www.civilin.org/welfare

14.04.2008

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარემოს გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში აამოქმედა პროექტის ვებ-გვერდი: www.civilin.org/welfare.

ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია პროექტის ცალკეული კომპონენტების განვითარების შესახებ. ვებ-გვერდი ინფორმაციას აწვდის პროექტის ძირითად ბენეფიციარებს – სოციალურ სფეროზე ორიენტირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს – ქვეყანაში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის შესახებ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის არსებული პრეცედენტების შესახებ, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესახებ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის კუთხით.

ვებ-გვერდზე განთავსებულია სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების დირექტორია, სადაც ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროფაილები განთავსდება. თუ რომელიმე ორგანიზაცია ვერ მოხვდა მონაცემთა ბაზაში, მას შესაძლებლობა ეძლევა დაამატოს ინფორმაცია.
ვებ-გვერდზე განთავსებულია კანონები და საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც გავლენას ახდენენ სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაზე. ორგანიზაციებს ეძლევათ ონლაინ იურიდიული დახმარების/კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა.

ვებ- გვერდზე ასევე განთავსდება ინფორმაცია იმ პროდუქციის შესახებ, რომლებსაც აწარმოებენ სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ასევე, მათი პუბლიკაციები, კვლევები.