25 ივნისს, 15 საათზე, თბილისი-მერიოტში გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ჟურნალისტთა კონკურსში გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოვება.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი უკვე მეშვიდე წელია ატარებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ. კონკურსის მიზანია საზოგადოებრივი საკითხების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის და სამოქალაქო აქტივობის უფრო ფართოდ და ღრმად გაშუქების ხელშეწყობა.
კონკურსი ტარდება შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო სტატია;
საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი;
საუკეთესო რადიო სიუჟეტი;
საუკეთესო ფოტო ნამუშევარი;
კონკურსის ჟიურიმ (ზვიად ქორიძის, დავით პაიჭაძის და სოსო სიმონიშვილის, ნანა საჯაიას და გურამ წიბახაშვილის შემადგენლობით) გამოავლინა გამარჯვებული ჟურნალისტები.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო სტატიის ნომინაციაში პრიზები ასე გადანაწილდა:
ლიკა ზაკაშვილი – პირველი პრემია (1000 ლარი);
ცირა გავასალია – მეორე პრემია (500 ლარი);
სალომე სიგუა – წამახალისებელი პრემია (250 ლარი).
ეკატერინე ლემონჯავა – წამახალისებელი პრემია (250 ლარი).
საუკეთესო რადიო-სიუჟეტის ნომინაციაში გამარჯვებული არ გამოვლინდა და გაიცა 2 მეორე პრემია: ეკა ქევანიშვილს და გოგა აფციაურს. (500-500 ლარი)
საუკეთესო ტელე-სიუჟეტის ნომინაციაში გამარჯვებულად გამოცხადდა ნინო სამნიაშვილი (გურჯაანი ტვ.) (1000ლარი);
საუკეთესო ფოტოს ნომინაციაში კი ადგილები ასე გადანაწილდა:
თინათინ კიღურაძე – პირველი პრემია (1000ლარი);
დარო სულაკაური – მეორე პრემია (500 ლარი);
გია გოგატიშვილი – წამახალისებელი პრემია (250 ლარი).