ანონსი – სსო მეტრის (2023) პრეზენტაცია

14.12.2023

15 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად, მართავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს 2023 წლის ანგარიშის – სსო მეტრის პრეზენტაციას.

სსო მეტრი მონიტორინგის ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებითაც აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში ფასდება საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტების საარსებო გარემო – კანონმდებლობა და პრაქტიკა. ანგარიში 11 უფლებრივი სტანდარტით და 7 ქულიანი სისტემით ფასდება.

სსო-მეტრი ყოველწლიური ანგარიშია, რომელიც პერიოდულად და განგრძობითად აფასებს საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს, ასევე ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით არსებული რეკომენდაციების შესრულების პროცესს.

ღონისძიებაზე ონლაინ დასწრების შემთხვევაში გთხოვთ, გამოიყენეთ Zoom- ის ბმული:
https://us02web.zoom.us/j/87588630682?pwd=YXk2c0U3T2dBWUE4U2VYblNtT1ZqQT09