ონლაინ კონსულტაცია–ვებინარი: სსო–ების საგადასახადო დაბეგვრის საკითხები

16.06.2020

ონლაინ კონსულტაცია–ვებინარი –საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო დაბეგვრის საკითხები

25 ივნისს, 15:00 საათზე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, გამართავს ონლაინ კონსულტაცია–ვებინარს:

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო დაბეგვრა და ადმინისტრირება, მათ შორის ახალი კორონავირუსიდან გამომდინარე აქტუალური საგადასახადო საკითხები.

ვებინარი წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, არაუგვიანეს 21 ივნისის ჩათვლით.

სარეგისტრაციო ბმული 

რეგისტრაციისას მიუთითეთ საკითხი/კითხვა რომელზეც გსურთ საუბარი იყოს ვებინარზე. რეგისტრირებული პირები ელ–ფოსტის საშუალებით მიიღებენ მონაწილეობისთვის აუცილებელ ZOOM–ის ბმულს.

საკონტაქტო ტელეფონი: 577 69 30 74

იჩქარეთ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია

ონლაინ კონსულტაცია–ვებინარი იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით ახორციელებს კონსორციუმი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.