„შენი ხმა საბჭოში“ – შეხვედრები ბათუმის 13 უბანში!

24.10.2016

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი პროექტის „მართე შენი ქალაქი“ ფარგლებში, იწყებს ბათუმის 13 ტერიტორიულ უბანში ღია შეხვედრების – „შენი ხმა საბჭოში“ ჩატარებას. პროექტში მონაწილე ახალგაზრდები შეხვდებიან ადგილობრივ მაცხოვრებლებს და ერთად გამოავლენენ ინიციატივებს რომელიც სურთ რომ განახორციელონ თავიანთ უბნებში. ბოლოს 13 უბნიდან შერჩეული ინიციატივები წარედგინება ბათუმის მუნიციპალიტეტს და მათთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებს განსახილველად.

შემოგვიერთდით და მიიღე მონაწილეობა ქალაქის მართვაში.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსიტუტის (EWMI Access) პროექტის ფარგლებში USAID ფინანსური მხარდაჭერით.