22 სექტემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი რეგიონულ ტურნეს იწყებს. შეხვედრებზე, რომლებსაც ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს ექვს ქალაქში ჩაატარებენ, CSI წარმოადგენს დისტანციური სწავლების ახალ ქართულ პორტალს – www.e-learning.ge, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თვითგანვითარების და პროფესიული ზრდის ინოვაციურ შესაძლებლობას.
ასევე, გაიმართება წიგნის – „სამოქალაქო საზოგადოება- პუბლიცისტიკა ესეები“ – პრეზენტაცია. შეხვედრებზე დასწრება შეუძლიათ სტუდენტებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
შეხვედრების განრიგი:
22 სექტემბერი, 13:00 საათი – გორი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
23 სექტემბერი, 13:00 საათი – ახალციხე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
24 სექტემბერი, 13:00 საათი – ქუთაისი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
25 სექტემბერი, 13:00 საათი – ზუგდიდი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
26 სექტემბერი, 13:00 საათი – ბათუმი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
29 სექტემბერი, 13:00 საათი – ოზურგეთი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
2 ოქტომბერი, 13:00 საათი – თელავი, თელავის უნივერსიტეტი