ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის განვითარებისთვის

პროექტის მიზანი

პური მსოფლიოს (Brot für die Welt)  მიერ მხარდაჭერილი პროექტის პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოებისათვის ხელსაყრელი საარსებო გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც მისცემს საშუალებას ძლიერ და დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ატორებს, თავისუფლად და ეფექტურად იმოქმედონ, მთელი საზოგადოების სასარგებლოდ.

პროექტის ამოცანებია:

  • სამოქალაქო საზოგადოების ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება და გაძლიერება, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობას დემოკრატიულ პროცესებში;
  • სამოქალაქო ჯგუფების დაკავშირება და მათი შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა უკეთ გაიგონ და რეაგირება მოახდინონ თავიანთი თემის საჭიროებებსა და ინტერესებზე. ამ გზით, მათ შეეძლებათ უფრო ეფექტურად განახორციელონ სამოქალაქო ქმედებები, მოიპოვონ ნდობა თავიანთ თემებში, მოახდინონ პოზიტიური ზემოქმედება და აქტიურად მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებში.

დონორები და პარტნიორები

პროექტი დაფინანსებულია პური მსოფლიოს (Brot für die Welt) მიერ. პროექტის პარტნიორია ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი.

პროექტის არეალი

საქართველო

პროექტის განხორციელების ვადები

01.10.2023 – 30.09.2026

პროექტის ხელმძღვანელი

ია გაბუნია