ისწავლე და იმოქმედე- ახალგაზრდები გურიის განვითარებისთვის

პროექტის მიზანი

გურიის რეგიონის ახალგაზრდების გაძლიერება – მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ჩართულობის წახალისება გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რათა გაუმჯობესდეს საჭიროებებზე დაფუძნებული მომსახურებების ხარისხი და ხელმისაწვდომობა გურიის რეგიონში. CSI-ის ინიციატივის ფარგლებში გურიის რეგიონიდან 30 ახალგაზრდა გადამზადდება და მიიღებს მხარდაჭერას სისტემური აზროვნების, პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის მიმართულებით. საგანმანათლებლო კამპანიისა და ახალგაზრდული ინიციატივების მეშვეობით, მონაწილეები გაიუმჯობესებენ სამოქალაქო ჩართულობის უნარებს და შეიმუშავებენ თემზე ორიენტირებულ იდეებს, რომელთაგან სამი საუკეთესო ინიციატივა მიიღებს დაფინანსებას. ამდენად, პროექტი ხელს შეუწყობს თემის განვითარების გაძლიერებას და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების გაუმჯობესებას.

დონორები და პარტნიორები

UNDP

პროექტის არეალი

გურია

პროექტის განხორციელების ვადები

01.04.2025 -7.09.2025

პროექტის ხელმძღვანელი

ია გაბუნია