2007 წლის 16 მაისს აჭარის უმაღლესმა საბჭომ მესამე მოსმენით მიიღო კანონი “ტურიზმის ორგანიზების შესახებ” კანონის პროექტი მოამზადა სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები. კანონი ადგენს ტურიზმის თვითრეგულაციისა და ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოებთან, თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის მექანიზმებს. კანონი დაფუძნებულია ტურიზმის თვითრეგულაციის პრინციპზე და მომსახურების ხარისხის ამაღლების და ტურისტული ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
“ტურიზმის ორგანიზების შესახებ” კანონზე მუშაობა 2006 წლის ივლისიდან, ეუთოს მისიის ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო. კანონი “ტურიზმის ორგანიზების შესახებ” ძალაში 2007 წლის 29 მაისიდან შევიდა.