24 დეკემბერს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ხელვაჩაურის მერიის ახალაგაზრდული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა კამპანიის, „პირველად თვითმართველობის არჩევნებზე“, შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც კამპანიის მონაწილე აქტიური და წარმატებული ახალგაზრდები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
კამპანიაში, რომლის მიზანიც იყო ახალაგაზრდებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც პირველი თვითმართველობის არჩევნები იყო, თვითმართველობის არსის, მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების და საარჩენო პროცედურების შესახებ ცნობიერების ამაღლება. კამპანიაში მიიღო მონაწილეობა 104-მა ახალგაზრდამ ბათუმის, ხელვაჩაურის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, შუახევის და გორის მუნიციპალიტეტებიდან. კამპანიის მონაწილე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ თეორიული ცოდნა და შემდეგ ის საკუთარ თემში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც გაეზიარებინათ.
კამპანია, „პირველად თვითმართველობის არჩევნებზე“, განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ პროექტის „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ (მეორე ფაზა) ფარგლებში, გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ მხარდაჭერით და სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრებთან და ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრ – პროგრესის სახლთან პარტნიორობით.