2009 წლის 18 ივნისს, სასტუმრო შერატონ მეტეხი-პალასში გაიმართა პროექტის – “თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” პრეზენტაცია, აგრეთვე გაიმართა, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობასა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი.
2009 წლის მარტიდან “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში”.
პროექტის ძირითადი მიზანია მოსახლეობასა და თვითმმართველ ერთეულებს შორის თანამშრომლობის გაზრდის გზით (ჩართულობის გაზრდა), თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭირვალობის ამაღლება.
პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, გურჯაანის, ყვარლის, გორის, კასპის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ბათუმისა და ქობულეთის თვითმმართველ ერთეულებთან თანამშრომლობით.